აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ გაუჩინარებული 7 თვის ბავშვის მშობლები მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ abcnews-ი კალიფორნიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
“ემანუელ ჰაროს გაუჩინარების შესახებ 14 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:47 საათზე განაცხადეს, მას შემდეგ, რაც ბავშვის დედამ იუკაიპას ბულვარზე მდებარე მაღაზიის გარეთ მომხდარი თავდასხმის შესახებ განაცხადა”, – ნათქვამია შერიფის ოფისის მიერ გასულ კვირას გავრცელებულ განცხადებაში.
შერიფის ოფისის ცნობით, ჯეიკ და რებეკა ჰაროები საკუთარ სახლში დააკავეს. ცოტა ხნით ადრე, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბავშვის გაუჩინარებისას “მკვლელობის” ვერსიას ვერ გამორიცხავდნენ, რადგან დედის ჩვენებაში შეუსაბამობები იყო. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გამომძიებლები დაკარგული ბავშვის ძებნას აგრძელებენ.