22 აგ­ვის­ტოს მკვლე­ლო­ბა მოხ­და თბი­ლის­ში. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 25 წლის ქალ­მა მე­უღ­ლე მოკ­ლა. შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მე­უღ­ლეს ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

მოკ­ლუ­ლი ბიჭი ლუკა და­რა­სე­ლი­აა, ხოლო და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი თეკ­ლა გერ­სა­მია.

გუ­შინ ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი 24 წლის თეკ­ლა გერ­სა­მი­ას დე­დამ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია გა­აჟ­ღე­რა. მისი თქმით, ბიჭ­მა ჭრი­ლო­ბე­ბი თა­ვად მი­ი­ყე­ნა.

“თვი­თონ მი­ი­ყე­ნა მაგ ბიჭ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­დარ­ბა­ზო­ში ერთ-ერთი ჩხუ­ბის და მუ­ქა­რის დროს. სა­დარ­ბა­ზო­ში იყო და თვი­თონ ჩა­ირ­ტყა ეს დანა და თეკ­ლამ გა­მო­აძ­რო ეს დანა. მერე თეკ­ლა გა­ვარ­და, მიჰ­ყავ­და მხარ­ზე აკი­დე­ბუ­ლი, რომ სას­წრა­ფომ­დე ჩა­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ვე­ღარ ჩა­იყ­ვა­ნა კი­ბე­ებ­ზე, იმი­ტომ, რომ გა­ი­თი­შა. გა­ვარ­და გა­რეთ, სას­წრა­ფო მო­იყ­ვა­ნა და კლი­ნი­კა­შიც კი გაჰ­ყვა. გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და”, – ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა.

აღ­ნიშ­ნულ ვერ­სი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ლუკა და­რა­სე­ლი­ას ოჯა­ხი. “ამბები” მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დე­დას­ ინგა ესარ­თი­ას­ ესაუბრა:

„ნუთუ ღმერ­თის არ ეში­ნია. მკვდა­რია ჩემი შვი­ლი და კი­დევ ამ­ხე­ლა ტყუ­ილს რომ აბ­რა­ლე­ბენ. 

მე პო­ლო­ნეთ­ში ვი­ყა­ვი ლუ­კამ, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო და ტე­ლე­ფო­ნით გა­მაც­ნო. მა­შინ მი­თხრა, მე­გობ­რე­ბი ვარ­თო. ამ გო­გო­მაც მი­თხრა, მე და ლუკა მე­გობ­რე­ბი ვარ­თო. თეკ­ლამ მი­თხრა, ლუკა რომ გა­ვი­ცა­ნი, ჩემ­თან სახ­ლში ვქე­ი­ფობ­დით და წა­ვიყ­ვა­ნეო. არ ვიცი, რა გა­უ­კე­თა იქ ჩემს შვილს, ბო­ლოს არა­ვინ უნ­დო­და. ერთი და ჰყავს და იმას­თან, რომ და­ე­რე­კა უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე იყ­ვნენ ერ­თად. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ თურ­მე ისე ჰყავ­და ლუ­კას, არ ვიცი ქმა­რი რომ ცოლს ასე მო­ექ­ცეს, უნდა და­იმ­სა­ხუ­როო. ლუკა იმის იქით ვე­რა­ვის ხე­დავ­და.

არ ვიცი, ვერ ვხვდე­ბი, ასე უცებ რა მოხ­და. ფაქ­ტია, იჩხუ­ბეს, მაგ­რამ რის გამო. ხელი მო­წე­რი­ლი ჰქონ­დათ, ჩემ­მა შვილ­მა ბე­ჭე­დი მის­ცა, წას­ვლას აპი­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან. რა მოხ­და ასე­თი სა­სიკ­ვდი­ლოდ რომ გა­ი­მე­ტა, შე­იძ­ლე­ბა ლუკა რა­მეს მიხ­ვდა და წა­მოს­ვლა უნ­დო­და… რამ­დენ­ჯერ მი­თხრა, ლუ­კას ვინც შე­ე­ხე­ბა, არც დავ­ფიქ­რდე­ბი, ჩემი ხე­ლით გა­მოვ­ჭრიო ყელს. რაზე იჩხუ­ბეს ვერ ვხვდე­ბი, ლუ­კა­სა და მის გარ­და არა­ვინ იცის. რა უნ­დო­და ხომ ჰყავ­და თა­ვის­თან, რა­ტომ მო­მიკ­ლა ჩემი ან­გე­ლო­ზი, უნაკ­ლო შვი­ლი.

ჩემი შვი­ლი თავს არ მო­იკ­ლავ­და, ისე­თი გული ჰქონ­და. დე­და­მისს რცხვე­ნო­დეს, უფ­ლის ეში­ნო­დეს, კი­დევ თა­ვის შვილს რომ ამარ­თლებს. ჩემს შვილს დანა რომ და­არ­ტყა რა­ტომ გა­იქ­ცა, რა­ტომ და­ი­მა­ლა. რა­ტომ არ და­უ­ძა­ხა სას­წრა­ფოს მა­შინ­ვე, იქ­ნებ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ან ად­ვო­კა­ტი რას ამ­ბობს, უფ­ლის არ ეში­ნია? ქა­თა­მი ხომ არ მო­უკ­ლავს, შვი­ლი მო­მიკ­ლა.

ჩემი მო­თხოვ­ნაა, უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა. ჩემი შვი­ლის გა­ყი­ნულ სხე­ულს ვუ­ყუ­რებ ახლა. თა­ვის­მა სი­კე­თემ და­ღუ­პა ლუკა”, – განაცხადა  ინგა ესარ­თი­ამ.

წყარო: ambebi.ge