დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა. სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი კრა.

“ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხზე თბილისში თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს მოქალაქე, ვინც ძალადობის ამსახველი ვიდეო ნახა, ჩამოწერა და საკუთარ გვერდზე განათავსა.

ბექა კვაჭანტირაძე შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებდა.

მოქალაქე 126-ე პრიმა მუხლით დააკავეს, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის მუხლით.