სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.

მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სოფო მარგველაშვილი ტურისტული კომპანია „მომთაბარეს“ დამფუძნებელი.

„სოფო იყო ადამიანი, რომელიც სიყვარულითა და შემოქმედებითი ენერგიით ცდილობდა, საკუთარი ქალაქი და რეგიონი გაეცნო ფართო საზოგადოებისთვის. მისი ნაადრევი წასვლა დიდი დანაკლისია როგორც მისი ოჯახის, ისე მთელი საზოგადოებისათვის.

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება უსამძიმრებს სოფოს ოჯახს, მეგობრებსა და თანამშრომლებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდა ქალს ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

„რა სასტიკი და დაუნდობელი ხარ სიკვდილო! ჩემო ფერია გოგო, რატომ იყავი ასე განსაკუთრებულად კარგი?“.

„მე არ ვიცოდი ზიარება რა იყო, რას ნიშნავდა. პირველ კურსზე ვიყავით, სოფომ მითხრა, ეს ისეთი რამაა ადამიანის გადარჩენა შეუძლია და ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ეზიარო ქრისტესო. ამ სიტყვების შემდეგ მშიერი მგელივით ვეძებდი ღმერთს და ვიპოვე.

ჩემო ტაძრამდე მიმყვანებელო – მეთქი, ასე ვეძახდი და სიხარულით გული უჩუყდებოდა.
ჩემო სოფო, ჩემო ტაძრამდე მიმყვანებელო, შენ გაზაფხულივით იყავი, ქუჩაში ხალხს აჩერებდა შენი სილამაზე, ახლა სამოთხეს გაალამაზებ. მადლობა, რომ ჩემი მეგობარი იყავი, ხარ და იქნები!“  

„მთელი დღეა ვერ ვიჯერებ… სოფოს როგორ შეიძლება რამე დამართოდა… სიცოცხლით და სიხარულით სავსე ადამიანს“. 

„გამანადგურა ამ ამბავმა. დაუჯერებელია. აღარაფრის აღარ მჯერა ამ სამყაროში“.
 
 „ღმერთო, რატომ? სოფო მარგველაშვილი, უსაზღვრო ტკივილის და მწუხარების მორევი მახრჩობს…“.

„საიდან მოდიან ან სად მიდიან შენნაირი ანგელოზები?! სოფიო ტკბილო და უკეთილშობილესო“.

„ჩვენო კეთილო და მზრუნველო, წაგიყვანა უფალმა თავისთან“, – წერენ სოციალურ ქსელში.