18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
პარასკევი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:41-ზე, მთვარე თხის რქას ესტუმრება 18:09-ზე
დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
ვერძი
ახალ და მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობის დაწყებისას გახსოვდეთ: მთავარია გჯეროდეთ საკუთარი ძალების, ცოდნისა და უნარების და იმ ფაქტის, რომ ვერავინ გაუმკლავდება ამ რთულ ამოცანას თქვენზე უკეთ.
კურო
ახალი ამოცანების შესრულება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი, რაზეც ადრე დაიწყეთ მუშაობა, უკვე მიყვანილია ლოგიკურ დასასრულამდე.
ტყუპი
იმისთვის, რომ მიაღწიოთ მნიშვნელოვან მიზანს, რომელიც დაუსახეთ საკუთარ თავს, საჭიროა გულდასმით შეიმუშაოთ ტაქტიკა და სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში. ასევე დაფიქრდით ყოველი მომდევნო ნაბიჯის გადადგმაზე.
კირჩხიბი
კარგი დღეა ინიციატივის გამოსავლენად: თქვენი ზემდგომები ამას აუცილებლად დააფასებენ, აღნიშნავენ თქვენს მიღწევებს როგორც კარიერული, ასევე მატერიალური თვალსაზრისით – ბონუსის სახით.
ლომი
ფინანსურად წარმატებული დღეა, შესაძლებელია მოულოდნელი ნაღდი ფულის შემოდინება, თუმცა, არ უნდა დახარჯოთ ფული ისეთ რამეებზე, რის გარეშეც შეგიძლიათ ცხოვრება.
ქალწული
კარგად რომ იმუშაოთ, ჯერ კარგად უნდა დაისვენოთ. დღევანდელი დღე ხელსაყრელია დასვენებისთვის, თუმცა არც ფიზიკური ვარჯიში უნდა დაივიწყოთ.
სასწორი
არავინ მოატყუოთ, თუნდაც ტყუილი სიტუაციის გადარჩენისთვის გქონდეთ მოფიქრებული. ეს განსაკუთრებით ეხება ახლობლებს.
მორიელი
დღეს შეგიძლიათ იმუშაოთ რთულ პროექტზე, რომელიც თქვენმა კონკურენტებმა მიატოვეს იმის შიშით, რომ ვერ გაუმკლავდნენ და, რა თქმა უნდა, თქვენ გაგიმართლებთ და წარმატებით დაასრულებთ.
მშვილდოსანი
სამუშაოს დაწყებისას, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით, იმოქმედეთ გაბედულად, მთავარია გადადგათ პირველი ნაბიჯი და შემდეგ ყველაფერი მშვიდობიანად განვითარდება. შეძლებთ სწრაფად მიაღწიოთ თქვენს მიზანს.
თხის რქა
დღე კარგია კომუნიკაციისთვის ყველა დონეზე და ყველა კატეგორიის ადამიანთან თქვენ ირგვლივ. აი, უახლოეს ადამიანებთან საუბარმა შეიძლება სერიოზული უთანხმოება გამოიწვიოს.
მერწყული
დღეს საინტერესო იდეები დაგებადებათ და მიზანშეწონილია ჩაიწეროთ ისინი. უქმეებზე კი იფიქროთ, რომელია შესაფერისი მუშაობის დასაწყებად და რომელი – არა.
თევზები
ოჯახთან ურთიერთობისას, თუ ისინი სერიოზულად გაღიზიანებენ, უნდა გამოიჩინოთ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ არც თქვენ ხართ იდეალური.