ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.

დაშავებულია კიდევ ორი ახალგაზრდა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა ბექა წვერავაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი გარდაცვლილი დევნილია. ერთ-ერთი გარდაცვლილი საქართველოს ჩემპიონია ჭადრაკში.