ახალი ამბები

საშინელი ტრაგედია: ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა – დაიღუპა 11 ადამიანი

ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

         

ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა.

ბოლო მონაცემებით, მაშველებმა ნანგრევებიდან 14 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე ათამდე სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.