20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
კვირა, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 04:12-ზე, მთვარე თხის რქაშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
ვერძი
თუ გაქვთ შესაძლებლობა ისწავლოთ რაიმე ახალი, ეცადეთ არ გამოტოვოთ ეს შანსი. ის დაგჭირდებათ უახლოეს მომავალში – როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე ბიზნესში.
კურო
თუ რომელიმე მეგობარი ან ნათესავი გთხოვთ დახმარებას, ეცადეთ უარი არ თქვათ. შესაძლოა დღეს ეს ზედმეტი ტვირთად მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული გამოხვალთ.
ტყუპი
მაშინაც კი, თუ ახალი პროექტი მნიშვნელოვან ფინანსურ და პროფესიულ წარმატებას გპირდებათ, ის არ უნდა დაიწყოთ დღეს, დაიცადეთ სამშაბათამდე.
კირჩხიბი
თუ დახმარება დაგჭირდებათ, ის მოვა იმ ადამიანისგან, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელით. დღის მოვლენები დაგანახვებთ, რომ ცდებოდით მასში.
ლომი
დღეს რაც შეიძლება ნაკლები უნდა ისაუბროთ და რაც შეიძლება მეტი მოუსმინოთ. გაატარეთ დღე სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში.
ქალწული
ახლობლების მოტყუება ყოველთვის არასასურველია, მაგრამ განსაკუთრებით დღეს: ძალიან სწრაფად გამოაშკარავდებით.
სასწორი
ახალი ნაცნობი თქვენს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, თუმცა, სანამ მას თქვენს ახლო წრეში შემოუშვებთ, კარგად უნდა შეისწავლოთ.
მორიელი
მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას. შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოთ სიტუაცია, ამიტომ გადადეთ საუბარი უკეთეს დრომდე.
მშვილდოსანი
არ მოიშოროთ ადამიანები, რომლებსაც სურთ გაგიზიარონ თავიანთი სიხარული და მწუხარება. ასეთი საუბარი არ დაგაზარალებთ, ხოლო სარგებელი, რომელსაც ხალხს მოუტანთ, ფასდაუდებელი იქნება.
თხის რქა
დღეს არც კი უნდა იფიქროთ სერიოზული საკითხების გადაჭრაზე, უნდა იმხიარულოთ და დაისვენოთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
მერწყული
სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ, უნდა გაითვალისწინოთ ყველა, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო დეტალი, რათა შემაწუხებელ დაბრკოლებად არ იქცეს.
თევზები
თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ თქვენ დაგიგროვდათ საკმარისი ცოდნა და უნარები, რომ გაუზიაროთ ისინი, მათ, ვისაც ეს სჭირდება.