თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილში 4 ადამიანი იყო.

„მანქანაში 4 ადამიანი იჯდა. შოკირებული ვარ, საშინელება იყო, ეგრევე ჩაიძირა“, – წერენ თვითმხილველები.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო. დამატებითი დეტალები უცნობია.

შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება: