ვლადიმირ პუტინი საგანგაშო განცხადებას აკეთებს! (ვიდეო)
ცნობილი ხდება, რომ რუსეთი დრონების ახალ არმიას შექმნის.
მომავალ ათწლეულში რუსეთი დრონების ახალ არმიას შექმნის. ეს მიზანი პრეზიდენტმა პუტინმა შეიარაღებების პროგრამის განხილვისას გააჟღერა.
დღესვე შედგა სატელეფონო საუბრები, კერძოდ:
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული საკითხები დიპლომატიის გზით გადაწყვიტოს.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს „ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების პროცესზე დაბრუნებისა და ირანის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მკაცრად პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების მნიშვნელობას“.
როგორც მედია იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან, რომელთანაც თეირანის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები დაგმო. პესკოვის თქმით, რუსეთი გმობს გაეროს ქარტიის დარღვევით, ისრაელის ძალადობრივ ქმედებებს და სამძიმარს გამოთქვამს დაღუპულთა გამო.