საშინელ ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ – სად მოხდა უბედურება – უმძიმესი დეტალები
ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ გადამზიდ სატვირთოს შეეჯახა.
დაშავებულები კლინიკა “ბიემსიში” არიან გადაყვანილები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ საჭირო კვლევები.
გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.
შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.