ახალი ამბები

მე-4 კლასის მოსწავლე გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა

ქალაქ თბილისის N142 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის IVდ კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი. ეს ტრაგედია დიდ ტკივილს გვაყენებს ყველას, ვინც მას იცნობდა — დამრიგებელს, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, სკოლის თითოეულ წევრს. 
ნინო იყო ნათელი, კეთილი და გულთბილი, რომელიც ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს.

მისი მოულოდნელი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი სკოლისთვის.

სკოლის თითოეული წევრი ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას“, – წერია სამძიმრის წერილში. 

სოციალურ ქსელში ახლობლები წერენ, რომ კიბის ქვეშ ორმოში ჩავარდა და თავი დაარტყა.