“ნანუკა, თქვენ გვერდით ჩვენ არასდროს დავდგებით! უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ” – ნატო გელაშვილის შვილები, ძმები ჭოხონელიძეები ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობენ
მომღერალი ძმები, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები ბოლო ორი დღეა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან. იმ დღეს როცა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თსუ-ის მე-2 კორპუსში იმართებოდა კონცერტი, რომელშიც ნატო გელაშვილის ვაჟებიც იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ეს გახდა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის მიზეზი.
ძმებმა მოგვიანებით ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს – “თსუ-ს თვითმმართველობასთან ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია… “სირცხვილიას” გოგოებო, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით, ეგ უფრო დიდი სირცხვილია”, – ნათქვამი იყო “ჭოხოების” განცხადებაში (წაიკითხეთ ვრცლად)
- ძმების ამ განცხადებას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და მათ ამ განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა: “მადლობა ბიჭებო და იცოდეთ, რომ მადლობელი ვიქნებით ყველასი ვინც ამ გზით ივლის”, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა
ნანუკას კი ძმებმა ასე უპასუხეს:
“ჭოხოების პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს:
პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენს გვერდში დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს!
ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!!
უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ.
ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ. სასაცილოა
თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენს ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე!ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ!
კიდევ ერთხელ, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს!”, – ნათქვამია “ჭოხოების” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.