ახალი ამბები

„ცოლზე გაბრაზებულმა მამაკაცმა, 3 კვირის ქალიშვილი მოკლა…“ – უმძიმესი დეტალები

პატრიკ დ. პროფრიდტი 3 კვირის ქალიშვილის მკვლელობისთვის ციხეში 25 წელს გაატარებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შემთხვევა 2023 წელს მოხდა. გამომძიებლების ცნობით, პატრიკს მეუღლესთან შელაპარაკება მოუვიდა. გაბრაზებულმა მამაკაცმა  ცოლს, რომელსაც ხელში 3 კვირის ქალიშვილი ეკავა, არბალეტიდან ესროლა. გასროლას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა – პატრიკის ცოლი კი დაშავდა. 

შერიფის ოფისის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ პატრიკმა მეუღლეს ტელეფონი წაართვა და დამალა, რათა ქალს პოლიციაში არ დაერეკა. შემდეგ კი ტყეში გაიქცა და დამალვას ცდილობდა. 

2 წლიანი გამოძიების შემდეგ – სასამართლომ პატრიკს თავისუფლების 25 წლით აღკვეთა მიუსაჯა.