ახალი ამბები

ბავშვებს ამ დრომდე ეძებენ… – წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – სად მოხდა საშინელი შემთხვევა

ტე­ხას­ში წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 24-მდე გა­ი­ზარ­და, 25 ბავ­შვი კი ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. BBC წერს, რომ და­კარ­გულ ბავ­შვებს შო­რის უმე­ტე­სო­ბა გო­გო­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნაკ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

  • აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა მომ­ხდარს “შო­კის­მომ­გვრე­ლი” და “სა­ში­ნე­ლი” მოვ­ლე­ნე­ბი უწო­და. სტი­ქი­ის გამო ტე­ხა­სის შტა­ტის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ო­ნი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ზო­ნად გა­მო­ცხად­და.

წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად შტატ­ში დატ­ბო­რი­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი, და­ზი­ან­და ხი­დე­ბი, ქარ­მა წა­აქ­ცია ხე­ე­ბი.

ტე­ხა­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, გრეგ ებო­ტის თქმით, წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­კარ­გუ­ლე­ბის სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა. ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლია 5 ვერ­ტმფრე­ნი, ასე­ვე მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის მან­ქა­ნე­ბი და მაშ­ვე­ლე­ბი.