ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაგედია დატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ლაშა ქირია, თაკო შულაია, ლიზი გერგედავა და მარიამ დოხნაძე ემსხვერპლნენ.
ახალგაზრდები ზუგდიდიდან იყვნენ.
„ჩემო საოცარო მარიამ, თავი კოშმარში მგონია… გაუსაძლისი ტკივილია“.
„ჩემი პატარა მარიამი, როგორ შვილივით მყავდი გულში. გული მეგლიჯება, ღმერთოო…
მზეკო, ლაშა როგორ მენანებით ამხელა ტკივილისთვის“.
„მთელმა ბავშვობამ თვალწინ ჩამიარა, როგორ დავიჯეროოო? როგოოოორ დავიჯერო რომ აღარ ხარ? “, – წერენ მარიამ დოხნაძის ახლობლები სოციალურ ქსელში.
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.