ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა 24 წლის ლაშა ქირიაა.

„ეს როგორ მოხდა დაუჯერებელია… სიცოცხლით სავსე ლაშიკო, ზრდილი, კეთილი. რატომ ასეთი განსაცდელი მის ოჯახს… ლაშა ოჯახის ერთადერთი შვილი იყო”, – ჰყვება წყარო.

შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. 

პრაიმტაიმი